Tuesday, June 29, 2010

ოჯახში მოხმარებული ენერგია

1. პროექტის სახელი: ოჯახში მოხმარებული ენერგია
2. პროექტის მიზანი: ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
3. პროექტის სრული აღწერა: I. მოსწავლეები დაადგენენ ელ. ენერგიის და აირის ღირებულებას, განსაზღვრავენ აირის ღირებულების დაზოგვის გზებს:
ა) როდესაც სადილი იწყებს დუღილს, გაზქურას დავუწიოთ, რადგან დუღილისას ტემპერატურა არ იცვლება;
ბ) ჩაის ადუღებისთანავე გამორთონ გაზქურა;
გ) წყლის გამაცხელებელი დაარეგულირონ სასურველ ტემპერატურამდე, ჩართონ მხოლოდ საჭიროების დროს.
II. განსაზღვრავენ ელ. ენერგიის დაზოგვის გზებს:
ა) გამორთონ ნათურა, სადაც საჭირო არ არის;
ბ) გამორთონ ტელევიზორი, როდესაც ოთახიდან გავლენ;
გ) იქ, სადაც დიდი ხანია ანთია ნათურა, პარალელურად მიუერთონ მეორე ნათურა, რადგან მოხმარებული ენერგია განახევრდება.
4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
5. პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე განასხვავებს ენერგიის ფორმებს, მიღებულ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში, გამოიმუშავებს კვლების უნარ-ჩვევას.
7. სარგებელი სხვებისთვის: სხვა მოსწავლეებმაც გამოიყენონ მსგავსი მეთოდი ოჯახური ბიუჯეტის დასაზოგად.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. პროექტის ფასილიტატორი: თინა მეგრელიშვილი
10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tinamegrelishvili@gmail.com.